გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ეგოიანმა ექსელსიორს სამი ქულა მოუტანა

გააზიარეთ

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-17 ტურში გოლით გამოირჩა ირაკლი ეგოიანი. ჩვენებურის ექსელსიორმა შინ ზვოლეს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სწორედ ეგოიანის იყო.

ექსელსიორმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, მაგრამ მეორეს დასაწყისში გაუშვა და სამი ქულა საფრთხის ქვეშ დააყენა. თუმცა, 78-ე წუთზე ეგოიანმა მასპინძლებს მოაგებინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევ ნახევარცველს, ექსელსიორში 13 მატჩი მოუგროვდა, მისი მონაგარი კი, ორი გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

რაც შეეხება ექსელსიორს, ამ გამარჯვებით 19 ქულა გაუხდა და მე-11 ადგილზე აინაცვლა, მომდევნო მატჩს კი მომავალს წელს, 10 იანვარს სტუმრად გამართავს, მეტოქე კი ჩემპიონატის ლიდერი პსვ იქნება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები