გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ევრობასკეტის რეკორდსმენთა შორის თორნიკე შენგელია მოხვდა

გააზიარეთ

ევრობასკეტის ოფიციალურმა პლატფორმამ ტურნირის ყველა დროის გამორჩეული ინდივიდუალური რეკორდები გაასაჯაროვა და ამ სიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა.

2017 წლის ევრობასკეტზე, თელ-ავივში, ისრაელის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შენგელიამ შთამბეჭდავი თამაშით ისტორიაში თავისი კვალი დატოვა — 25 ქულა, 19 მოხსნა, ოთხი შედეგიანი გადაცემა და ერთი ბლოკი. სწორედ 19 მოხსნის დამსახურებით, იგი ერთ მატჩში მოხსნილი ბურთების რაოდენობით მესამე ადგილს ინაწილებს დირკ ნოვიცკისა და პერო ანტიჩთან ერთად. ლიდერობას ლეგენდარული არვიდას საბონისი ინარჩუნებს (23 მოხსნა), ხოლო მეორე ადგილზე ლატვიელი ანდრის ბიედრინსია (20 მოხსნა).

ის მატჩი საქართველოს გამარჯვებით, 104:91 დასრულდა და ოვერტაიმამდეც მივიდა, თუმცა ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

შენგელიას შანსი ექნება, რომ საკუთარი სტატისტიკა კიდევ უფრო გააუმჯობესოს 28 აგვისტოდან, როდესაც საქართველოს ეროვნული გუნდი ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე ჩაერთვება. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს ნაკრებს ევროპის გრანდები — ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და კვიპროსი ელის.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი