გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მუსა არ ვარჯიშობს, ბოსნია საგონებელშია

გააზიარეთ

მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები იქნება. ჩვენს მომავალ მეტოქეს კი საქმეები არც ისე კარგად მისდის.

ბოლო ინფორმაციით, ბოსნიელთა ერთ-ერთმა ლიდერი ჯანან მუსა ბელგიაში შეკრებაზე მყოფ გუნდს მოსამზადებელ მატჩებში ვერ დაეხმარება.

ბოსნიელთა მთავარი მწვრთნელი ადის ბეჩირაგიჩი:

„ბელგიაში თამაში იმ გუნდებთან მოგვიწევს, რომლებიც ევრობასკეტზე გასულები არიან. მათთან დავინახავდით იმ რეალურ სურათს, თუ რა დონეზე ვიმყოფებით. სამწუხაროდ, სერბეთთან მიღებული ტრავმა მონტენეგროსთან გაიმიზეზა და დაგვაკლდება ჯანან მუსა. გადავწყვიტეთ, მისთვის დასვენებისთვის დღეები მიგვეცა“.

აქვე გეტყვით, რომ ბოსნიელებს, ჩვენს მსგავსად, ოთხივე მოსამზადებელი თამაში წაგებული აქვს.

ბოსნიელთა გარდა, ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდის მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი