გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ევრობასკეტის საუკეთესოები

გააზიარეთ

ევრობასკეტი 2025 უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ტურნირი და განსაკუთრებით მისი ფინალური დაპირისპირება მართლაც რომ შთამბეჭდავი სანახავი გამოდგა, სადაც გერმანიამ თურქეთი 88:83 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ, სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. ალემანებმა, პირველად კონტინეტის საუკეთესო საკალათბურთო გუნდის სახელი 1993 წელს მოიხვეჭეს, როდესაც ტურნირის მასპინძლები იყვნენ და გადამწყვეტ მატჩში რუსეთს აჯობეს.

აწ უკვე დასრულებული ევრობასკეტის MVP გერმანელი დენის შრიოდერი გახდა, რომელიც საშუალოდ ყოველ მატჩში 20,9 ქულას, 3,5 მოხსნას და 6,6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

რაც შეეხება ზოგადად ევრობასკეტის სიმბოლურ ნაკრებს. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ხუთეულში დასახელდნენ დენის შრიოდერი, იანის ანტეტონკუმპო, ალპერენ შენგუნი, ფრანც ვაგნერი და ლუკა დონჩიჩი.

მეორე ხუთეული კი ასე გამოიყურება: ჩედი ოსმანი, ლაური მარკანენი, ჯორდან ლოიდი, დენი ავდია და ნიკოლა იოკიჩი.

ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელად თურქეთის ნაკრების თავკაცი ერჯინ ატამანი დასახელდა, ხოლო ამომავალ ვარსკვლავად მიკა მურინენი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი