გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბარსამ შენგელია და სხვა ახალწვეულები წარადგინა

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ბარსელონამ ოფიციალურად წარადგინა. შეგახსენებთ, ჩვენებური კატალონიურ კლუბს ზაფხულში შეუერთდა.

შენგელიასთან ერთად ბარსამ გულშემატკივრებს ხუანი მარკოსი, მაილს კეილი, მაილს ნორისი და ვილ კლაიბერნიც გააცნო.

ბარსელონას სპორტული დირექტორის, ხოსეპ კუბელასმა განაცხადა, რომ ახალწვეულების ძალიან ეიმედება და გუნდი მზად არის მომავალ წელს ყველა ტურნირში უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლოს. რაც შეეხება შენგელიას, კუბელასმა აღნიშნა, რომ ქართველი ბარსელონას გამოცდილებითა და სტაბილურობით გააძლიერებს.

ცხადია, ახალ კლუბთან დაკავშირებით თავად შენგელიამაც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლა:

„უზომოდ გახარებული ვარ. ჩემთვის ძალიან საამაყო და დიდი პატივია აქ ყოფნა. მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას და პალაუ ბლაუგრანაზე კლუბის ღირსების დაცვას. იმედი მაქვს, რომ წინ ძალიან წარმატებული სეზონები გველოდება“.

როგორც გითხარით, შენგელიამ ბარსელონასთან კონტრაქტი ივლისში გააფორმა და კალატონიური კლუბის ღირსებას სამი წელი დაიცავს. თოკოსთვის ესპანეთი უცხო ნამდვილად არ არის და იქაურ გულშემატკივრებს თავი ბასკონიაში თამაშის დროს გააცნო, სადაც 2014-20 წლებში თამაშობდა და ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. ესპანეთის შემდეგ შენგელიამ მცირე დრო რუსულ ცსკა-ში დაჰყო, საიდანაც იტალიურ ვირტუსში გადავიდა და იქ უკვე იტალიის ჩემპიონობა იზეიმა.

ბარსელონა ახალ სეზონს ევროლიგით დაიწყებს და 30 სექტმბერს თელ ავივის ჰაპოელს ეთამაშება, ხოლო ლიგა ენდესაში პირველი მატჩი 5 ოქტომბერს, სტუმრად ვალენსიასთან ელის.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი