გამოგვიწერეთ

ნაკრები

ევროპა ფრანგებთან მარცხით დავასრულეთ

გააზიარეთ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო აღმოჩნდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ფრანგებს გაეჯიბრა და 1:3 დამარცხდა.

ამ მატჩში აუცილებლად მოგება გვჭირდებოდა, მაგრამ უიღბლოდ დავიწყეთ – ფრანგების დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ კვარაცხელიას მოხვდა, შემდეგ კეკელიას და კარში აღმოჩნდა.

ფრანგები ფლობდნენ უპირატესობას უფრო სახიფათოდაც ურტყამდნენ, მაგრამ ალი ასლანი გოლს არ უშვებდა. ჩვენც გვქონდა გათანაბრების შანსი: სებისკვერაძემ ბურთი ძელს გაარტყა; ღავთაძეს ცარიელ კარში გატანა მართებდა, მაგრამ მცველმა მიუსწრო; მეკარესთან პირისპირ მყოფმა ჩიმაკაძემ კი, ბურთს ფეხი ვერ მოატყა.

ფრანგები უფრო დალაგებულად, გააზრებულად უტევდნენ და ერთ-ერთი მშვენიერი გათამაშებისას ასლანის უშანსოდ დარჩა – 0:2.

შესვენების შემდეგაც გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი, მაგრამ ბოლო მომენტებში ვცოდავდით. თუმცა გაბრიჩიძის დარტყმის შემდეგ სხვაობა შევამცირეთ. კარში ასლანი ყოჩაღობდა, მცირე იმედი გაჩნდა. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მეკარე მოედნის ფეხბურთელით შევცვალეთ. სწორედ ასლანის ნაცლად საქმეში ჩართული სებისკვერაძე შეცდა, ფრანგებმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორეს და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა…

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი მატჩი წააგო, ერთი ფრედ ითამაშა და ჯგუდში ბოლო ადგილზე გავიდა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები