გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ევროპირველობის პირველი დღის შემდეგ პირველები ვართ

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩში პოლონეთი მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც დაამარცხა – 2:1.

დასაწყისი უფრო მძიმე იყო. მეტოქე ბურთს უფრო აკონკტორელებდა ხიფათსაც ქმნიდა. ორჯერ გადავრჩით და ორივეჯერ საქმეში ძელი ჩაერია. რამაზ სვანაძის გუნდი კონტრშეტევებით კი პასუხობდა, მაგრამ მომენტებში სწორ გაგრძელებას ვერ პოულობდა.

ნახევარი საათის შემდეგ ჩვენები უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ხიფათის შექმნას მაინც ვერ ვახერხებდით.

მეორეს დასაწყისში კარში პირველად დავარტყით და გოლიც გავიტანეთ – კუთხურის შემდეგ ნოდარ ლომინაძე ბურთს ჩაუსაფრდა და მოჭრილი დარტყმით პოლონელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

პოლონელები გააქტიურდნენ. საპასუხოდ ისევ ძელმა გვიხსნა, მაგრამ გოლი ვერ ავირიდეთ. გაბრიელ სიგუამ საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია და კალუჟინსკიმ პენალტით გაგვითანაბრა.

მალევე ლუკა ხარატიშვილმა გადაგვარჩინა, როდესაც პოლონელთა თავით დარტყმული ბურთი მოიგერია. გატანა გიზი მამაგეიშვილსაც მართებდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა.

სამაგიეროდ გაიტანა შეცვლაზე შესულმა ვასილიოს გორდეზიანმა. თუმცა, გოლში უდიდესი წვლილი გიორგი მაისურაძეს მიუძღვის, ვინაც მეტოქის საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და გორდეზიანს ცარიელ კარში გაატანინა…

მატჩის დასასრულამდე წამები იყო დარჩენილი და… მეტოქემ მაინც გაიბრძოლა, მომენტიც შექმნა, მაგრამ ხარატიშვილმა კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა, როდესაც პირისპირ გასულ პოლონელს აუღო…

ჩვენივე ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალია და საფრანგეთი ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ და პირველი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერები ვართ…

შემდეგი მატჩი სვანაძის შეგირდებს 14 ივნისს ფრანგებთან აქვთ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები