გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ეკიპი: რენთან თამაში კვარას აქტივია

გააზიარეთ

ფრანგული პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მე-15 ტურში, რენის (5:0) წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. იქაურმა გავლენიანმა გამოცემა ეკიპმა ჩვენებურს ტურში ყველაზე მაღალი შეფასება – 8 დაუწერა და, ცხადია, ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

„კვარაცხელიას ხშირად ხასიათის მოთამაშეს უწოდებენ. იმასაც ხშირად ამბობენ, რომ კვარას ბოლომდე გახსნისთვის „დიდი მატჩები“ სჭირდება. ამ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის თამაშები იგულისხმება, მაგრამ, ამჯერად, ლიგა 1-ის მატჩში გაილაღა. მისი ბურთთან ყოველი შეხება ხიფათს ქმნიდა, არ თაკილობდა მცველთა დასახმარებლად ჩასვლა. რენთან თამაში კვარას აქტივს უნდა მივათვალოთ”, – წერს ეკიპი.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის 13 მატჩში სამი გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 4 თამაშში 2-2 გოლი და ასისტი.

ლიგა 1-ის მომდევნო ტურში, 13 დეკემბერს, ლუის ენრიკეს გუნდი სტუმრად გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის მეცს ეთამაშება. თუმცა, მანამდე, 10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაში ბილბაოს სტუმრად გაეჯიბრება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები