გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ეს სრული სიგიჟეა – მამარდაშვილი დებიუტის მოლოდინში

გააზიარეთ

ნისლიან ალბიონზე უკვე თვეზე მეტია სეზონი გახურდა, თუმცა გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურ მატჩებში მოედანზე ჯერ არ გამოჩენილა. ინგლისური მედიის მტკიცებით ეს ამბავი სწორედ დღეს მოხდება, როდესაც ლივერპული „კარაბაოს თასზე“ შინაურ კელდებში საუთჰემპტონს დაუპირისპირდება.

მოახლოებულ მატჩთან და შესაძლო დებიუტთად დაკავშირებით საქართველოს ნაკრების კიპერმა ლივერპულის ვებგვერდთან ისაუბრა:

„თავდაუზოგავად ვშრომობ. ლივერპულის მაისურის ჩაცმით და მოახლოებული დებიუტის პერსპექტივით ბედნიერი ვარ, თუმცა ძალიან ვღელავ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა.

აქ რომ მოვდიოდი ვიცოდი, რომ მოთმინება უნდა გამომეჩინა. ლივერპულში კარგი ხალხი მუშაობს, ალისონი კი მართლაც არაჩვეულებრივი მეკარე და ადამიანია. ის პროგრესში ძალიან მეხმარება. ბავშვობაში სალაჰის, ალისონის და მსგავსი დონის ვარსკვლავებთან შეხვედრაზე ვოცნებობდი, ახლა კი მათ გვერდით ვარ. ეს სრული სიგიჟეა.

ლივერპულისთვის ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია. ჩვენ არაჩვეულებრივი ქომაგები გვყავს. ვფიქრობ ეს დამატებითი შანსია, რათა გულშემატკივრები გავახაროთ და კიდევ ერთხელ მივცეთ სიამაყის საფუძველი. 25 ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ მამაჩემის მემკვიდრეობას ვაგრძელებ. ისიც მეკარე იყო და ამ ნომრით თამაშობდა“ – აღნიშნავს გიორგი მამარდაშვილი.

ლივერპულის და საუთჰემპტონის მატჩი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი