ესპანეთთან (0:4) მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა..
ვილი სანიოლი:
„თამაშის შედეგი ბევრ რამეზე მეტყველებს. ნათლად ჩანს, რომ დაცვის ხაზში ბევრი სამუშაო გვაქვს. საერთოდ ახალი დაცვის ხაზს ვაშენებთ და ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. ოქტომბრისგან განსხვავებით, ახლა დადებითი, პოზიტიური მომენტი გამოჩნდა. უკეთესები ვიყავით ბურთთან და შეტევების ორგანიზების დროს შედარებით უკეთ გამოვიყურებოდით. ყველაზე მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, რაც სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როცა ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, დაცვაში შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანო…
ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა საკუთარი რესურსი ამოწურა და ცვლილებებია საჭირო. განსაკუთრებით – დაცვის ხაზში. არ მგონია, რომ ვინმე სხვა, ჩემს მაგივრად, უფრო სწრაფად მოახერხებს ამის შეცვლას. ხუთი წელი გავიდა, უკვე კარგად მიცნობთ, ტყუილად საუბარი არ მიყვარს. მუდმივად ვლაპარაკობ იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს. ძლიერი დაცვის ხაზის შექმნას დიდი დრო სჭირდება, რაც სწრაფად ვერ მოხერხდება. მარტში უკეთესი გუნდი ვიქნებით, აი სექტემბერში კი ბევრად უკეთეს ნაკრებს იხილავთ…
ბულგარეთთან მატჩისთვის გარკვეული ცვლილებები იქნება. სოფიის მატჩისთვის უკვე გამოვიძახეთ ილია ბერიაშვილი – ერთი საათის წინ დავუკავშირდით და ნაკრებს ბულგარეთში შემოურთდება…
დე ლა ფუენტესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მატჩის შემდეგ ვუთხარი, რომ იმედია, ეს მის წინააღმდეგ ჩატარებული ჩემი ბოლო მატჩია. თუ მის წინააღმდეგ კიდევ მომიწევს თამაში, პოსტს დავტოვებ. თუ როგორ ფეხბურთს თამაშობს მისი ფორმაციის ესპანეთის ნაკრები, უბრალოდ წარმოუდგენელია. იმედია, ერთ დღეს საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს მსგავს ფეხბურთს“.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 8 საათის agoმესი ბომბარდირია, სამი გუნდი ფლეი ოფში
გააზიარეთ2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ სამი ფლეი ოფის მონაწილე გაირკვა. ერთი J ჯგუფიდან გავიდა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 22 საათის agoსაქართველოს რიდი შეუერთდა და ლიდერებს ელის
გააზიარეთსაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაიწყო და იურმალაში პირველი ვარჯიშიც გამართა. პროცესში ყველა იმ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 23 საათის agoგია ხარაიშვილი ბარბაროსებში გამოიძახეს
გააზიარეთფრანგული ტოპ 14-ის რასინგ 92-ის ქართველი ბურჯი, 27 წლის გია ხარაიშვილი, ლეგენდარული სარაგბო კლუბის,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი