გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ვის განიხილავს იბერია გია გეგუჩაძის შემცვლელად?

გააზიარეთ

იბერია 1999-ის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გუნდის აღარ ხელმძღვანელობს.

60 წლის სპეციალისტმა თანამდებობა დინამო თბილისისთან წაგებული შეხვედრის შემდეგ დატოვა. გეგუჩაძემ იბერიას ზაფხულის დასაწყისში ჩაიბარა, მაშინ, როცა ევროტურნირებიდან წარუმატებლად დაბრუნებულმა ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.

მისი ხელმძღვანელობით იბერიამ მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა: სამი გამარჯვება, ორი ფრე და სამი მარცხი. დინამოსთან შეხვედრა გუნდისთვის ზედიზედ მეორე წაგება იყო, რამაც მოქმედი ჩემპიონისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა — ლიდერ დილასთან ჩამორჩენა ოთხ ქულამდე გაიზარდა და ტიტულის შენარჩუნების შანსები სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

„ლელოს“ ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა უკვე განიხილავს სამ პოტენციურ კანდიდატს. ერთ-ერთი მათგანია ისევ ლევან კორღალიძე, რომლის ხელმძღვანელობითაც იბერიამ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. პარალელურად განიხილება გუგა ნერგაძის კანდიდატურაც, რომელიც ამჟამად კლუბის მეორე გუნდს ავარჯიშებს ეროვნულ ლიგა 2-ში. არ არის გამორიცხული, რომ არჩევანი უცხოელ სპეციალისტზეც გაკეთდეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი