გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ოქროს ბურთის ცერემონიალი კვარას გარეშე ჩაივლის?

გააზიარეთ

სამხრეთ საფრანგეთში უამინდობამ საფეხბურთო სამყაროში გაუთვალისწინებელი სიტუაცია შექმნა. პროფესიული ლიგის (LFP) გადაწყვეტილებით, მარსელსა და პარი სენ-ჟერმენს შორის გადადებული “ლე კლასიკი” 22 სექტემბერს უნდა ჩატარდეს. შეხვედრის დაგეგმილი დროა 20:00 საათი ადგილობრივი (თბილისის დროით – 22:00).

საინტერესო კი ის არის, რომ ზუსტად იმავე საათზე პარიზში დაიწყება ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი. ფაქტობრივად, ლიგა 1-ის მთავარი ორგანიზატორის გადაწყვეტილებამ შესაძლოა პსჟ-ს წარმომადგენლებს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს საღამოზე დასწრების შესაძლებლობა ჩამოართვას.

ფრანგულ კლუბს ოქროს ბურთის ტოპ 30-ეულში ყველაზე მეტი კანდიდატი ჰყავს – 9 ფეხბურთელი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია. გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელიც გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდეს.

მიუხედავად ამისა, ცერემონიალზე დასწრება მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს შეეძლება. მაგალითად, უსმან დემბელე, რომელიც ტრავმის გამო ვერ თამაშობს, პარიზში იმყოფება და დაჯილდოებას დაესწრება.

ეს გადაწყვეტილება საფრანგეთში უკვე „გიჟურ და გაუგებარ ნაბიჯად“ შეფასდა, რადგან იმ კლუბს, რომელსაც ყველაზე მეტი ნომინანტი ჰყავს, შესაძლოა საკუთარ ქალაქში გამართულ პრესტიჟულ ღონისძიებაზე ყოფნის უფლება ფაქტობრივად წაერთვას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები