გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ნაკრები ადგილზეა – ევროპა ხელის გაწვდენაზეა

გააზიარეთ

საქართველოს ფუტზალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთ ნაბიჯშია. გეცოდინებათ, ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა პლეი-ოფის პირველ მატჩში სლოვაკეთის ნაკრებს თბილისში 4:1 მოუგეს და საპასუხო დაპირისპირების წინ სოლიდური უპირატესობა შეიქმნეს.

განმეორებითი მატჩი სლოვაკეთში 23 სექტემბერს გაიმართება. ჩვენი გუნდი უკვე მეორე დღეა ბრატისლავაშია და ამ მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის ადგილზე აქტიურად ემზადება. პირველ საწრთვნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

სლოვაკეთის და საქართველოს განმეორებითი მატჩი 23 სექტემბერს 20:30 წუთზე შედგება, რომლის პირდაპირი რეპორტაჟიც პირველი არხი სპორტზე იქნება.

ევროპის ჩემპიონატი ფუტზალში 2026 წლის იანვარ-თებერვალში სამ ქვეყანაში – ლატვიაში, ლიეტუვასა და სლოვენიაში გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი