გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ბედოშვილის საქმეს ორბი ფიფაში გააგრძელებს

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ვახო ბედოშვილი კარიერას რუსეთში, პარი ნიჟნი ნოვგოროდში გააგრძელებს. 21 წლის მარჯვენა ვინგერმა რუსულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ბედოშვილის კარიერული აღმასვლა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა – ფეხბურთელი ეროვნული ლიგის კლუბ გარეჯში იყო ბოლოს, სადაც მესამე ლიგის ბინადარ ორბიდან იყო განათხოვრებული. საგარეჯოში გამორჩეული თამაშის შემდეგ კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა და ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

ახალგაზრდა ტალანტით თავდაპირველად თურქული სამსუნსპორი ინტერესდებოდა. მოგვიანებით, მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა პოლონური ვისლა პლოცკი, სადაც თითქმის ყველა დეტალი შეთანხმდა, და ბედოშვილსაც სწორედ ამ კლუბში ელოდებოდნენ. თუმცა, მოულოდნელად, ფეხბურთელის ტელეფონი გაითიშა და აღარ გამოჩენილა – როგორც გაირკვა, ბედოშვილმა ორბთან შეთანხმების გარეშე რუსეთს მიაშურა და ნიჟნი ნოვგოროდში გადავიდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ორბმა, ფეხბურთელის ოფიციალური კონტრაქტის მიუხედავად (რომელიც 2026 წლის ბოლომდე მოქმედებს), ბედოშვილის ტრანსფერი რუსულ კლუბში არ დაადასტურა. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ორბი ამ საქმეზე ფიფაში საჩივრის დაყენებას გეგმავს – როგორც ნიჟნი ნოვგოროდის, ასევე თავად ფეხბურთელის მიმართ, რადგან მიაჩნიათ, რომ ტრანსფერი უკანონოა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა მოტივით არჩია ბედოშვილმა სანქცირებული რუსეთი პერსპექტიულ ევროპულ ვარიანტებს, თუმცა სავარაუდოდ, გადაწყვეტილება ფინანსური პირობებით იყო ნაკარნახევი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები