გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ვოლკოვის გოლმა ზირას ლიდერობა შეუნარჩუნა

გააზიარეთ

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში ზირა სტუმრად იმისლის დაუპირისპირდა და ქულა ქართველი ფეხბურთელის დამსახურებით გადაარჩინა.

დავით ვოლკოვმა შეხვედრის მე-80 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო, რის შემდეგაც თამაში 1:1 დასრულდა. ქართველი ფორვარდის ზუსტი დარტყმა გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ზირას ლიდერობა სატურნირო ცხრილში შეენარჩუნებინა.

ვოლკოვმა მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა და სეზონში მეორე ბურთი გაიტანა. მასთან ერთად შეუცვლელად ითამაშა გიორგი პაპუნაშვილმაც.

ამ დროისთვის ზირა 12 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურის შეხვედრას კლუბი 3 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ნეფთჩისთან ჩაატარებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები