გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩა პედრის ჩამორჩა – ოქროს ბურთის შედეგები

გააზიარეთ

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოება ამჯერად ფრანგი ვარსკვლავის ტრიუმფით დასრულდა – უსმან დემბელე გახდა რიგით მეექვსე ფრანგი, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა.

დემბელემ წარმოუდგენელი უპირატესობით გაიმარჯვა და 1380 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე გასულ ესპანელს – ლამინ იამალს კი 321 ქულით აჯობა. ასეთი დიდი სხვაობა ბოლო წლების განმავლობაში იშვიათი შემთხვევაა.

ბრძოლა გაიმართა შუა პოზიციებზე – მაგალითად, პედრიმ მხოლოდ ერთი ქულით ჩამოიტოვა საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა შემტევმა 123 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მე-12 ადგილს დასჯერდა, თუმცა ქართველი ისტორიაში პირველად მოექცა ჟურნალისტის ბიულეტენში პირველ ნომრად.

2025 წლის საუკეთესო ათეული:

1. უსმან დემბელე – 1380 ქულა

2. ლამინ იამალი – 1059

3. ვიტინია – 703

4. მოჰამედ სალაჰი – 657

5. რაფინია – 620

6. აშრაფ ჰაკიმი – 484

7. კილიან მბაპე – 378

8. კოულ პალმერი – 211

9. ჯანლუიჯი დონარუმა – 172

10. ნუნო მენდეში – 171

კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ ისტორიაში საკუთარი საუკეთესო შედეგი დაამყარა – ორი წლის წინ ის მხოლოდ მე-17 ადგილზე იყო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები