გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ზიზუ დეშამის მემკვიდრედ?

გააზიარეთ

თავს ნამდვილად ვერ დავდებთ, მაგრამ ვგონებთ საფრანგეთში გამოკითხვა რომ ჩატარდეს შემდეგი კითხვით თუ ვის ისურვებდნენ დიდიე დეშამის მემკვიდრედ ეროვნული ნაკრებში გულშემატკივართა დიდი ნაწილი უპირატესობას ზინედინ ზიდანს მიანიჭებდა.

ცხადია, ვერც იმის უპირობო მტკიცებას დავიწყებთ, რომ დეშამს, რომელიც „მამლებს“ 2012 წლიდან თავკაცობს და 2018 წელს მონდიალიც მოაგებინა უსათუოდ ზიზუ შეცვლის. აი, ის კი ნამდვილად ვიცით, რომ დიდიე დეშამი თანამდებობას გაისად გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ თავად დეშამმაც განაცხადა.

ფრანგული მედია კი აქტუალურად განიხილავს ნაკრების მომავალი მესაჭის საკითხს და თითქმის დარწმუნებით ამბობენ, რომ ამ პოსტს სწორედ ზიდანი დაიკავებს. როგორც პოპულარული გამოცემა L’Équipe წერს დეშამს ზიზუ ჩაანაცვლებს და საამისოდ ზინედინიც არის განწყობილი.

ზინედინ ზიდანი 2021 წლიდან სამწვრთნელო საქმიანობას ჩამოშორებულია, მანამდე კი მადრიდის რეალს თავკაცობდა და სამეფო გუნდს სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი