
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრესსამსახურის ცნობით, თბილისში UEFA GROW-ს სესია გაიმართა. შეხვედრა სფფ-ის ოფისში დაიწყო, სადაც პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, უეფას წარმომადგენლებს საქართველოს ნაკრების ფორმები გადასცა.
მუშაობა სასტუმრო „პარაგრაფში“ გაგრძელდა. განხილულ თემებს შორის იყო ფინანსური ბენჩმარკინგი, ინფრასტრუქტურის შეფასება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საუბრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმის შექმნა, რომელიც 2026-30 წლებზე იქნება გათვლილი.
ღონისძიებაში მონაწილეობენ სფფ-ის მენეჯმენტის და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე UEFA-ს ექსპერტები ილია კიტიჩი, ოლექსანდრ კუჩერიავი, ჯოზეფ კლიმენტი და დანიელ ფლეტჩერი.
დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი:
„საკმაოდ ნაყოფიერი დღე გვქონდა. უეფასთან ერთად შემუშავებული გვქონდა სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც 2026 წლამდე იყო გაწერილი. საბედნიეროდ, ამ გეგმის საკმაოდ ბევრი კომპონენტი შესრულდა. დღეს კი, სამომავლო გამოწვევებზე ვისაუბრეთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ერთად შევიმუშავოთ 2026-30 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთისადმი ინტერესის ზრდა თანხვედრაში იყოს ინფრასტრუქტურის ზრდასთან. ამისთვის აუცილებელია გაგრძელდეს მთავრობისა და უეფას მხარდაჭერის, რომელიც ახლა გვაქვს. ვიმედოვნებთ, ახალი სტრატეგიული გეგმაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორადაც ეს გასულ წლებში იყო“.
ოლექსანდ კუჩერიავი, უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი:
„ეს პროექტი ჩვენთვის სტრატეგიულ განვითარებასთანაა დაკავშირებული და გულისხმობს დეტალური სურათის დანახვას მონაცემებისა და საუკეთესო გამოცდილების გამოყენებით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ახალ სტრატეგიულ ციკლს ვიწყებთ. ერთად ვიხილეთ ძველი სტრატეგიის პერიოდში მიღებული შესანიშნავი შედეგები, რომელიც სფფ-ის მენეჯმენტის ლიდერობით განხორციელდა – საოცარი ასპარეზობა და წარმატება ევროპის ჩემპიონატზე. დავინახეთ, რომ ქვეყანაში ფეხბურთი ვითარდება.
ახლა ახალ ჰორიზონტს ვუყურებთ, რათა გასული ციკლისა და საუკეთესო ევროპული გამოცდილების გამოყენებით შევქმნათ ახალი გეგმა და ქართული ფეხბურთი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს“.
UEFA GROW სტრატეგიული განვითარების პროგრამაა, რომელიც ეროვნული ასოციაციების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. მისი მიზანია ქვეყნებს დაეხმაროს ფეხბურთის მდგრად განვითარებაში – როგორც სპორტულ, ისე ინფრასტრუქტურულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ მიმართულებებში.
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 6 საათის agoჰა ბურთი, ჰა მოედანი! – რა შანსები აქვს იბერიას რომელიმე ევროტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად?
გააზიარეთ⚽🇬🇪 რა შანსები აქვს იბერიას რომელიმე ევროტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრის? თბილისის იბერია 1999-მა უეფას...
ავტორი Giorgig -
ევროტურნირები
/ 7 საათის agoიბერია სლოვანთან დამარცხდა
გააზიარეთთბილისის იბერია უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბრატისლავას სლოვანთან დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონმა ,,მიხეილ...
ავტორი Giorgig -
წყალბურთი
/ 15 საათის agoსაქართველო მსოფლიო თასისთვის დაირაზმა
გააზიარეთ22-26 ივლისს ავსტრალიის ქალაქი სიდნეი წყალბურთელთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას რვა ნაკრები მიიღებს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი