გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

თელავის გავლით ზღვისპირეთში

გააზიარეთ

დინამო ბათუმს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა. კლუბის სოციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზღვისპირელებს ბოსნიელი  ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი შეუერთდა.

საგულისხმობა, რომ 25 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. არც ისე დიდი ხნის წინ ის თელავის რიგებში ირიცხებოდა, ხოლო ბათუმში თურქული სანლიუფასპორიდან გადმოვიდა.

„25 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი ჩვენი გუნდის წევრი გახდა“ – ეს გახლავთ მცირე ამონარიდი აჭარული გუნდის ფეისბუქ გვერდიდან.

ბათუმელებს მიმდინარე სეზონში საქმეები მთლად კარგად არ მისდით. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ამ ეტაპზე 33 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და საჩემპიონო ბრძოლასაც დიდი ალბათობით ჩახსნილია, რადგან ლიდერ იბერია 1999-ს საგრძნობლად ჩამორჩება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი