გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ბევრი არაფერი იცვლება, – მიქაუტაძე ახალი სეზონის წინ

გააზიარეთ

მას შემდგომ, რაც ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითებას გადაურჩა, გიორგი მიქაუტაძის მომავალიც გაირკვა – ის ახალ სეზონს მშობლიურ გუნდში დაიწყებს, როგორც მთავარი ცხრიანი.

ახალ სეზონს ლიონი განახლებული შემადგენლობით დაიწყებს, რადგან ამ ზაფხულში ალექსანდრ ლაკაზეტისა და რაიან ჩერკის შეელივნენ. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, ეს ერთი მხრივ, დადებითიცაა, რადგან ქართველ ფორვარდს უფრო მეტი სათამაშო დრო და გაზრდილი როლი ელის.

სწორედ ამაზე ისაუბრა თავად მიქაუტაძემ ლოკალურ მედიასთან:

“ჩემთვის ბევრი არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ ახლა გუნდის ნამდვილი მთავარი ცხრიანი გავხდები. გასულ წელს, როცა ლაკაზეტიც ჩვენს შემადგენლობაში იყო, თავდაუზოგავად ვშრომობდი და ვცდილობდი, მოცემული შანსები გამომეყენებინა.

როგორც 9 ნომერი, პირველი მცველი მე ვიქნები. ვცდილობ, გუნდს დაცვაშიც და პრესინგზეც დავეხმარო, თუმცა ისიც ვიცი, რომ ბევრი მომენტი გვექნება და გოლებსაც გავიტანთ”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები