გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

თითქმის ქალაქელი

გააზიარეთ

სულ ცოტაც და ჯიჯი დონარუმასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა დასრულდება. თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ იტალიელი კიპერი მანჩესტერს მიაშურებს, ოღონდ არა წითელ ნაწილში.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება ჯიჯიმ მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ფაბრიციო კი ის კაცია, სიტყვებს უბრალოდ ჰაერში რომ არ ისვრის.

პსჟ დონარუმას 50 მილიონად აფასებს, თუმცა სავარაუდოდ უფრო ნაკლები თანხის სანაცვლოდაც გაუშვებენ. ისე, არის ერთი ფაქტორიც და არცთუ უმნიშვნელო – ედერსონი, რომელიც ქალაქელთა მთავარი მეკარეა. დონარუმას ეტიჰადზე გადაბარგება დიდწილად ედერსონის წასვლაზეც იქნება დამოკიდებული და როგორც ჩანს ეს საკითხის გადაწყვეტილია. ბრაზილიელ კიპერს გალათასარაი ეპატიჟება.

ჯიჯი დონარუმაზე კი სხვა რა უნდა ვთქვათ? იტალიელმა მეკარემ პარიზულ გრანდში წინა სეზონში თითქმის ყველაფერი მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონობამდე სულ ცოტა დააკლდა, როდესაც პსჟ ფინალში ჩელსისთან დამარცხდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები