გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ჩაშლილი გარიგება მილანში

გააზიარეთ

ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ ბონიფესი მილანში უნდა გადასულიყო, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

მილანმა ნიგერიელ ფორვარდს ორი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა, რის შემდეგაც ჩათვალა, რომ 24 წლის შემტევის დამატება ზედმეტად სარისკოა. საქმე ისაა, რომ წარსულში ბონიფესს რამდენიმე მძიმე ტრავმა ჰქონდა გადატანილი.

შესაბამისად, მილანმა ლევერკუზენის ფორვარდი გერმანიაში გააბრუნა და, დიდი ალბათობით, ტრანსფერზე უარი თქვა. მილანში მიიჩნევენ, რომ არსებული გარიგება ზედმეტად სარისკოა და ბონიფესს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუბრუნდებიან, თუ შეთანხმების პირობები შეიცვლება.

ვიქტორი მილანში ერთწლიანი იჯარით გადადიოდა, შემდეგ ზაფხულს კი როსონერის ის 24 მილიონად უნდა გამოესყიდა. ახლა, ეს გარიგება ან შეიცვლება, ან ჩაიშლება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები