გამოგვიწერეთ

კალათბურთი

თორნიკე შენგელია პოლონეთთანაც დაგვაკლდება

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პოლონეთის ქალაქ სოსნოვიეცში პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი კრებული ევრობასკეტისთვის ემზადება და ევროპაში დაგეგმილი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. აქამდე საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში ორი, ლიეტუვაში კი, ერთი მატჩი ჩაატარა.

მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრებს პოლონეთთან აქვს, რომელიც პროვინციულ ქალაქ სოსნოვიეცში გვმასპინძლობს. საკუთრივ ჩვენი გუნდი კატოვიცესა და სოსნოვიეცს შორის მდებარე პატარა ქალაქ დაბროვა გორნიცაში ცხოვრობს, საიდანაც სავარჯიშო და სათამაშო არენა 20 წუთის სავალზეა.

ჯიკიჩმა გუნდი ჩასვლიდან მეორე დღეს, 12 აგვისტოს დატვირთულად ავარჯიშა. საწვრთნელმა სესიამ ლამის სამი საათი გასტანა, რომლის განმავლობაშიც კალათბურთი ერთ ფარშიც ითამაშეს და მთელს მოედანზეც, ესროლეს ფარში და სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებით დაიტვირთნენ.

ვარჯიშში მონაწილეობა პოლონეთში მყოფმა 15-ვე კალათბურთელმა მიიღო, რომელთაგან ყველა მყობრშია.

შეგახსნებთ, პოლონეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელიადა კატოვიცეში ხუთ ქვეყანას მიიღებს. პოლონელებმა დაიმატეს ახალი ამერიკელი კალათბურთელი, ჯორდან ლოიდი, რომელიც ევროლიგის ფინალში გასულ მონაკოს ერთ-ერთი ლიდერია. პოლონეთს ბოლოს ორი წლის წინ, საბერძნეთში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ აკროპოლისის თასზე შევხვდით და 76:87 დავმარცხდით. იმ მატჩში 27 ქულით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელიც ამჯერად პოლონელებთან ვერ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირადი მიზეზით ესპანეთში იმყოფება და წინასწარი ინფორმაციის ნაკრებს ჩეხეთში შეუერთდება.

საქართველოსა და პოლონეთის მატჩი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი