გამოგვიწერეთ

კალათბურთი

16 წლამდე ნაკრები ლატვიასთან განადგურდა

გააზიარეთ

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. ნიკა ბურჯანაძის გუნდი ახლა ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. ეს გასაკვირიც არ იყო, მაგრამ ჩვენი ნაკრებისგან ასეთი სხვაობებით მარცხებსაც არ ველოდით.

ფლეი ოფის საწყის ეტაპზე ჩვენები ლატვიასთან 54:106 დამარცხდნენ. ბალტიისპირელთა უპირატესობა ყველა მეოთხედში საგრძნობი იყო, მაგრამ ბოლო 10-წუთეული სრული კატასტროფა, რომელიც 7:33 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრებიდან 10-ქულიან ზღვარს ორი კალათბურთელი ასცდა: აკლმახან აუბაკიროვი და დავით ტრაპაიძემ 12-12 ქულა მიითვალეს.

ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრებს შემდეგი მატჩი სლოვენია-ისრაელის დამარცხებულთან ელის.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი