გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ადგილი შენარჩუნებულია – საქართველომ ისრაელი დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა – ქართველმა ახალგაზრდებმა ევრობასკეტზე 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში ისრაელი დაამარცხეს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა – პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში საქართველო დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეოთხე მეოთხედის დასაწყისში სტუმრებმა გაქცევა მოაწყვეს და უპირატესობაც მოიპოვეს.

ქართველებმა მატჩის ბოლო ხუთ წუთში ჯერ ხუთქულიანი სხვაობა აღმოფხვრეს, შემდგომ კი გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებაც შეძლეს და საბოლოო ჯამში 4 ქულით, 70-66 იმარჯვეს.

საქართველოს შემდეგი მეტოქე სულ მალე გაირკვევა – ჩვენებურები ფინეთსა და შვედეთს შორის გამარჯვებულს დაელოდებიან.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი