გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

იბერიას მორიგი კრახი, ამჯერად ჩემპიონატში

გააზიარეთ

ევროტურნირების მტკივნეული მარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა.

მესამე წრე მე-19 ტურის მატჩებით დაიწყო და სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი იბერიაც საქმეში ჩაერთო. თბილისურმა კლუბმა საკუთარ კედლებში ცხრილში ქვემოთ მყოფ თელავს უმასპინძლა და მარცხი განიცადა.

მატჩის იბერიასთვის კარგად დაიწყო. უკვე მეცხრე წუთზე დერეკ აგიაკვამ ანგარიში გახსნა და გუნდმა ინიციატივა ხელში აიღო. სტუმრების სიტუაცია 32-ე წუთზე უფრო დამძიმდა, როცა ტატო ჟივიძე პირდაპირ წითელი ბარათით მოედნიდან გააძევეს და თელაველებმა კაცნაკლულებმა განაგრძეს ბრძოლა.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი თავდაყირა დადგა: რამდენიმე წუთში ფირუზ გაბიტაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. ამის მიუხედავად, გია გეგუჩაძის გუნდმა კვლავ მოიპოვა უპირატესობა. 42-ე წუთზე ნიკოლოზ დადიანმა ანგარიში 2:1 გახადა. თუმცა, ტაიმის მიწურულს თელაველებმა კიდევ ერთი საპასუხო დარტყმა განახორციელეს – ჯადული იობაშვილმა თელავი მეორედ დააბრუნა თამაშში.

გადამწყვეტი მეორე ტაიმი აღმოჩნდა. 85-ე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილმა მაგარი გოლი გაიტანა და 10-კაციან თელავს სამი ქულა მოუტანა. შედეგად, იბერიას ეროვნულ ლიგაში 30-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა და გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში პირველად დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა, თბილისური გუნდი 44 ქულით კვლავ პირველ ადგილზე რჩება და მომდევნო შეხვედრას 9 აგვისტოს ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ტურნირის ჩათვლით იბერია უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იმარჯვებს.

თელავისთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – კლუბმა ქულათა რაოდენობა 15-მდე გაზარდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი