გიორგი მიქაუტაძე ივნისის სანაკრებო ფანჯრის დროს ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება. ჩვენებურმა ლა ლიგის ბოლო ტურის ბოლო წუთზე ატლეტიკოსთან მატჩისას ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ფეხბურთელმა თავად დაადასტურა, რომ რუმინეთთან და ბაჰრეინთან საქართველოს ვერ დაეხმარება.
გიორგი მიქაუტაძე:
„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ რუმინეთთან და ბაჰრეინთან მატჩებს გამოვტოვებ. ატლეტიკოსთან მატჩში მცირე დისკომფორტი ვიგრძენი. სერიოზული არაფერია, მაგრამ სამედიცინო შტაბის რჩევით, უმჯობესია დაზიანება ბოლომდე მოვიშუშო, რათა პრობლემები თავიდან ავირიდო.
საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრებში წარმატებებს ვუსურვებ. მალე შევხვდებით, დიდი ამბიციებითა და მიზნებით“.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთს უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს – ბაჰრეინს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბ);
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი);
თავდასხმა: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).