გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ისევ ერთად? – პსჟ კვარას ყოფილი გუნდელის ტრანსფერს ეცდება

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ ახალი მცველის შეძენას ეცდება – აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე სპორტული გამოცემა ადასტურებს და პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელს უკავშირებს.

ერთ-ერთი მათგანი ბორმუთის მცველი ილია ზაბარნია, თუმცა დღეს Footmercato-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პსჟ-ს მიუნხენის ბაიერნის მცველი, კიმ მინ ჯაეც სურს.

როგორც ირკვევა, პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლუიშ კამპოსი ამ კვირაში სამხრეთ კორეელის აგენტს შეხვდა და მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კიმ მინ ჯაეს ყიდვა არაბულ ალ ნასრისაც სურს, შესაბამისად პსჟ-ს მარტივი გასეირნება არ ელის.

გავრცელებული ინფორმაციით, რეკორდმაისტერი კიმის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჯაესთან თამაშის გამოცდილება აქვს – მათ ნაპოლიში სერია ა ერთად მოიგეს, ქართველი სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო კიმი – საუკეთესო მცველი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები