გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ინტერის ახალი დამრიგებელი

გააზიარეთ

სიმონე ინძაგის წასვლის შემდეგ, ინტერის ხელმძღვანელობას დიდი დრო არ დასჭირვებია მისი შემცვლელის მოსაძებნად.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ნერაძურის მესაჭე კრისტიან კივუ გახდება. ფეხბურთის და განსაკუთრებით ინტერის ქომაგებს ეცოდინებათ, რომ რუმინელი სპეციალისტი თავის დროზე სწორედ მილანური კლუბის ღირსებას იცავდა. ასე რომ მისთვის იქაური ატმოსფერო უცხო ნამდვილად არ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან კივუ მიმდინარე წლის თებერვალში სამუშაოდ პარმაში მივიდა. იმ დროისთვის პარმელები გასავარდნ ზონაში იმყოფებოდნენ, თუმცა დაქვეითებას თავი დააღწიეს.

კრისტიან კივუმ ინტერთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი