გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ნაკრები კვიპროსშია, კაპიტანიც ადგილზეა

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები კვიპროსში ჩავიდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა შეკრება ჩეხეთში დაასრულა და დღეს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში უკვე პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის C ჯგუფის მასპინძელ კვიპროსში 12 კალათბურთელით ჩავიდა, რომელსაც მე-13, ეროვნული გუნდის კაპიტანი ლიმასოლში დახვდა. თორნიკე შენგელია კვიპროსში ჩვენს გუნდზე ცოტათი ადრე, ბარსელონადან ჩავიდა და რამდენიმე დღე სპეციალური პროგრამით ივარჯიშებს. მოგეხსენებათ, კაპიტანი ნაკრებს ლატვიაში, 8 აგვისტოს ესტონეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, გულის არითმიის გამო გამოაკლდა და ძირფესვიანი გამოკვლევების ჩასატარებლად ბარსელონაში იმყოფებოდა.

ნაკრების 13-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე. ევრობასკეტზე საქართველო 12 მოთამაშით წარდგება, ასე რომ, 27 აგვისტომდე ალეკსანდარ ჯიკიჩს შემადგენლობიდან 1 მოთამაშის ამოგდება მოუწევს.

ათენი-ლარნაკას რეისს საათნახევარი რომ არ დაეგვიანა, საქართველო და ესპანეთის ნაკრები კვიპროსში ერთად ჩაფრინდებოდნენ. ლიმასოლში საქართველოს ნაკრებს მცირედით ჩაასწრო C ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ხოლო კიდევ ერთი ფავორიტი იტალია ლიმასოლში 24 აგვისტოს, შუადღეს ჩავიდა.

საქართველოს ნაკრები ლიმასოლის სპიროს კიპრიანუს დარბაზში პირველ ვარჯიშს დღეს, 15:00 საათზე (თბილისის დროით 16:00) ჩაატარებს.

 

GBF

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი