გამოგვიწერეთ

კალათბურთი

უკანასკნელი ტანგო

გააზიარეთ

სულ ცოტაც და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის ფერხულში ჩაებმება. ცხადია, ლიმასოლში გუნდთან ერთად იქნება ვეტერანი ცენტრი გიორგი შერმადინიც.

უკვე ცნობილია, რომ შერმადინი, რომელიც ამჟამად ესპანური ტენერიფეს ღირსებას იცავს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ გუნდს ემშვიდობება. 2025 წლის ევრობასკეტი ნაკრების მაისურით მისთვის უკანასკნელი ტანგო იქნება. „ეს იქნება ჩემი ბოლო თამაშები საქართველოს ნაკრების მაისურით“ – განაცხადა გიორგი შერმადინმა ჯერ კიდევ ივლისში.

ფიბას გვერდმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ 10 კალათბურთელის შესახებ ისაუბრა, რომლებიც დიდი ალბათობით ევრობასკეტის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებენ.

ცხადია, აღნიშნულ მასალაში მოხვდა გიორგი შერმადინის სახელიც.

„ გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრებს ერთგულად ემსახურა. ის გუნდში 2011 წლის შემდეგ არის, როდესაც საქართველო ევრობასკეტზე პირველად მოხვდა. შერმადინი შესანიშნავი კალათბურთელია და ყოველთვის მაქსიმუმს იღებდა, რათა საკუთარი ქვეყანა წარმოეჩინა“ – წერია ფიბას სტატიაში.

ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო), ნოკოლო მელი (იტალია), კოსტას სლუკასი (საბერძნეთი), დანილო გალინარი (იტალია), დაირის ბერტანსი (ლატვია), იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა), დანიელ ტეისი (გერმანია), კოსტას პაპანიკოლაუ (საბერძნეთი) – ეს იმ კალათბურთელთა ჩამონათვალია, რომლებმაც ფიბას აზრით შესაძლოა ევრობასკეტის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში თამაშს თავი დაანებონ.

ნომერი ცხრა კი სამუდამო დარჩება, როგორც ქართული კალათბურთის გამორჩეული სახე.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი