გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვერნაძის გოლით ფროზინონე ლიდერად რჩება

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა გიორგი კვერნაძემ ფროზინონეს კიდევ ერთი მატჩი მოაგებინა. გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვერნაძის წვლილი საკმაოდ დიდა, რომ გუნდი იტალიური ელიტისკენ მიდის.

იტალიის სერია B-ს 21-ე ტურში ჩვენებურის გუნდმა რეჯანას უმასპინძლა და სწორედ გიორგის ერთადერთი გოლით დაამარცხა. გოლი 57-ე წუთზე გავიდა, ხოლო გიორგი მოედანზე 86-ე წუთამდე იყო.

კვერნაძეს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში სამი გოლი და ორიც საგოლე პასი აქვს.

ფროზინონე 45 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი, ენტელას ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები