გამოგვიწერეთ

MMA

“კინაღამ ბრძოლამდე დამანოკაუტეს”, – მერაბი ჩხუბამდე ინციდენტზე

გააზიარეთ

მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალისთან ზედიზედ მეორედ მოიგო და UFC-ს ქამარი კვლავ შეინარჩუნა, წინა ბრძოლისგან განსხვავებით კი დღეს ქართველმა დროზე ადრე დაამარცხა მეტოქე.

დვალიშვილი რომ უშუალო და ფანების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე თბილი სპორტსმენია, ეს ამ სპორტის გულშემატკივრებმა უკვე კარგად იციან, თუმცა დღეს მერაბს ეს კინაღამ ძვირად დაუჯდა. საქმე ისაა, რომ ოქტაგონზე გამოსვლისას ფანები მერაბისთვის ხელის ჩამორთმევას ცდილობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი ჯებირი ჩამოტყდა და კინაღამ სპორტსმენი დააზიანა.

ბრძოლის შემდგომ დვალიშვილმა სწორედ ამ ინცინდენტზე ისაუბრა:

”ოქტაგონზე გამოვდიოდი, გულშემატკივარს უნდოდა, რომ ჩემთვის ხელი ჩამოერთმიათ. ვცდილობდი, რომ ავმხტარიყავი და მათ ხელს მივწვდომოდი, რა დროსაც ისინი ჯებირს მაგრად მოაწვნენ და ის გატეხეს. კინაღამ  თავში დამეცნენ და  ბრძოლამდე დამანოკაუტეს. დაცვამ კედელთან მიმაყენა და არ მიშვებდნენ, არადა ვეუბნებოდი, რომ მებრძოლი ვიყავი და გავეშვი. მითხრეს, რომ ყველა კარგადაა, მადლობა ღმერთს”, – განაცხადა დვალიშვილმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA