გამოგვიწერეთ

MMA

ვინ იქნება მერაბის მომდევნო მეტოქე – სამი კანდიდატი

გააზიარეთ

მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალისთან მეორე საჩემპიონო ბრძოლა მოიგო – ქართველმა მებრძოლმა ო’მალი გაგუდა და ჩემპიონის ქამარი მეორეჯერ დაიცვა.

რამდენიმე დღის წინ დვალიშვილმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, 2025 წელს მეორე ბრძოლაც ჩანიშნოს ლას-ვეგასის ივენთზე, შესაბამისად მედიაში უმალვე გაჩნდა ვარაუდები, თუ ვინ შეიძლება იყოს ქართველის მომდევნო მეტოქე.

ყველაზე რეალისტურ ვარიანტებად სამი მებრძოლი სახელდება – პიოტრ იანი, უმარ ნურმაგომედოვი და კორი სენდჰეგენი. აღსანიშნავია, რომ ამ სამეულიდან ორთან, პიოტრ იანთან და უმარ ნურმაგომედოვთან მერაბს უკვე მოგებული აქვს.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე რეალისტური მეტოქე ნურმაგომედოვია, რადგან ამ რემატჩის ჩატარების სურვილი დანა ვაითმაც გამოთქვა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად MMA