გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

კოკო გაუფი როლან გაროსის ჩემპიონია

გააზიარეთ

21 წლის კოკო გაუფი როლან გაროსის ჩემპიონია, ვინაც ფინალში ბელარუსი არნა საბალენკა დაამარცხა – 6:7; 6:2; 6:4. ეს ამერიკელი ჩოგბურთელის მეორე დიდი სლემის ტიტულია.

ბულონის ტყეში გამართული ფინალი გაუფისთვის ცუდად დაიწყო და 1:4 ჩამორჩა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება მაინც მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. მეტოქეებმა თითო ბრეიკიც გაცვალეს და სეტის ბედი ტაი ბრეიკს მიანდეს. აქ უკვე გაუფმა დაიწყო კარგად, მაგრამ სეტი მაინც მეტოქეს დაუთმო და 0:1 ჩამორჩა.

მეორეში გაუფი კარგი იყო და არინას შანსი არ დაუტოვა.

გადამწვეტ სეტში ამერიკელი თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ პირველმა ჩოგანმა გაიბრძოლა და გაათანაბრა. თუმცა, საბალენკას დღეს საკუთარი თამაში არ წაუვიდა, ბევრი შეცდომა დაუშვა და ტიტული მეორე ჩოგანს დაუთმო.

გაუფს პარიზში პრიზი ჟუსტინ ენენ არდენმა ჩააბარა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი