გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

პარიზი კარლოსია

გააზიარეთ

საჩოგბურთო კლასიკა როლან გაროსის კორტებზე. არ არის ფედერერი, არ არის ნადალი, არ  არის ჯოკოვიჩი? შოუს ალკარასი დგამს.  რა თქმა უნდა, ამ სამ გიგანტამდე მისასვლელად კარლოსს ჯერ ბევრი უკლია, თუმცა ფაქტია დიდი ეპოქის დასასრულის შემდეგ, საქმე რაღაც ახალთან გვაქვს.

პარიზის კორტებზე ფინალში მსოფლიოს მოქმედი პირველი და მეორე ნომრები  შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი ორი სეტი  იანიკ სინერის გამარჯვებით  6:4; 7:6 დასრულდა, მაგრამ კარლოსმა შეძლო თამაშში დაბრუნება მეტოქეს ზედიზედ სამი სეტი მოუგო. მეხუთე სეტში ალკარასმა სინერი ტაი-ბრექზე დაანარცხა. აღსანიშნავია, რომ მეოთხე სეტის ბოლოს სინერს ჯერ სამმაგი მატჩპოინტი ჰქონდა, შემდეგ მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა.

კარლოს ალკარასი ზედიზედ მეორედ გახდა როლან გაროსის გამარჯვებული და პარიზი კარლოსია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი