გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ლევან კობიაშვილი: წინა გეგმა წარმატებული გამოდგა

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრესსამსახურის ცნობით, სფფ-ში ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართული ორდღიანი ვორქშოფი დასრულდა. ღონისძიება UEFA-ს პროგრამა UEFA GROW-ის ჩართულობით გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის პირველი დღე სფფ-ის მენეჯმენტისა და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სესიებს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მომდევნო წლების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

სამუშაო სესიის მეორე დღეს სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ხელმძღვანელებმა. ვორქშოფი სფფ-ის მენეჯმენტთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა.

ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი:

„უახლოეს პერიოდში დავამტკიცებთ ახალ სტრატეგიულ გეგმას, რომლითაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომდევნო ოთხი წელი იხელმძღვანელებს. წინა სტრატეგიული გეგმა, რომლითაც ოთხი წელი ვმუშაობდით, წარმატებული გამოდგა. ამაზე მეტყველებს, რომ ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა, ასევე ფუტსალის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, წინსვლა გვქონდა მასობრივი და ქალთა ფეხბურთის კუთხითაც.

ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია სხვა რეალობის წინაშე დგას და UEFA GROW-ის ფარგლებში ჩვენს მეგობრებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ახალი სტრატეგიული გეგმა შევიმუშაოთ, რომელიც 2026-30 წლებს მოიცავს.

განხილვები მომავალ თვეებშიც გაგრძელდება და საბოლოოდ დავამტკიცებთ გეგმას, რომლითაც სფფ მომდევნო ოთხი წელი იხელმძღვანელებს. გვიხარია, რომ მუშაობაში კლუბებიც ჩაერთვნენ და ჩანაფიქრი კარგად მიიღეს, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია“.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი