გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ლიგა 3-ს შტურმი ლიდერობს – ოდიში და თბილისი 2025 უკან მიჰყვებიან

გააზიარეთ

მესამე ლიგის მიმდინარე სეზონში 10 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სართიჭალის შტურმი ლიდერობს 25 ქულით. მეორე ადგილზეა ზუგდიდის ოდიში 22 ქულით, ხოლო მესამეზე – თბილისი 2025 (ყოფილი ვარკეთილი) და მეოთხეზე – არაგვი, ორივე 19 ქულით.

შტურმი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების შერწყმით ძლიერ შემადგენლობას ფლობს. კლუბის ღირსებას იცავს ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან გიორგი ლაცაბიძე, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა, ასევე გიორგი ომარაშვილი, ირაკლი ლექვთაძე და ნიკა ტალახაძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი თორნიკე ჩადუნელია, რომელსაც სწორედ ამ სეზონში სურს მეორე ლიგაში აღზევება.

სართიჭალაში საშინაო მატჩებზე ტრიბუნები მუდამ სავსეა – იგრძნობა ნამდვილი, სუფთა საფეხბურთო გარემო და გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერა.

ზუგდიდის ოდიში, რომელიც მესამე ლიგაში წელს აღზევდა, ამ ეტაპისთვის მეორე ადგილზე იმყოფება, მეგრული გუნდი საშინაო თამაშებს განმუხურში ატარებს და აქაც გულშემატკივრების დასწრება აღსანიშნავია. კლუბის მთავარი მიზანი სამეგრელოში დიდი ფეხბურთის დაბრუნებაა.

გუნდში თამაშობს ვეტერანი ფეხბურთელი შოთა ლომია, რომელიც 41 წლის ასაკშიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მან კარიერის განმავლობაში ითამაშა დინამო თბილისში, ზუგდიდის ბაიაში, ზუგდიდის დინამოში, წალენჯიხის სქურში და სენაკის ეგრისში.

რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, ამჟამად ლიგა 3-ს საუკეთესო ბომბარდირი გიგა გულდედავა არის 10 გოლით, რომელიც თბილისი 2025-ის შემადგენლობაში თამაშობს. მას მეორე ადგილზე ზესტაფონის მარგვეთის ფეხბურთელი, ჯუმბერ ხმელიძე 9 გატანილი ბურთით მოსდევს.

მესამე ლიგის მიმდინარე სეზონი დაძაბულ და საინტერესო ბრძოლას გვპირდება – წინ კიდევ ბევრი ტურია, და ცხადია, კონკურენცია მეორე ლიგაში გადასასვლელი ადგილებისთვის კიდევ უფრო გამწვავდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი