გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ლუის ენრიკე: “მის გასახსენებლად ლიგის მოგება არ მჭირდება”

გააზიარეთ

ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა მეორე კლუბით, კატალონიის ბარსელონას შემდგომ ამჯერად პსჟ-თიც მოიგო.

მატჩამდე პარიზული გუნდის ფანებმა ენრიკესა და მისი შვილის ბანერი გამოფინეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლეიკემიით 9 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო მატჩის მიმდინარეობისას ენრიკეს იმ ორგანიზაციის გამოსახულებიანი მაისური ეცვა, რომელიც ამ პრობლემით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

მატჩის შემდგომ ენრიკეს სწორედ თავის შვილზე ჰკითხეს, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა ემოციური პასუხი გასცა:

“ჩემი შვილი ყოველდღე იღვიძებს, იძინებს, კარგ და ცუდ ხასიათზეა. მის გასახსნებელად ჩემპიონთა ლიგის მოგება არ მჭირდება, რადგან ის ყოველთვის ჩემთან, ჩემს ოჯახთან ერთადაა. 

ეს ნამდვილად ბედნიერი დღეა ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად კარგი მოგონებებისთვის, სასიამოვნოა, როცა ამდენი ფანის გახარება შეგიძლია, წარმოვიდგენ, ახლა რა ხდება პარიზის ქუჩებში”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები