გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ლუის ენრიკეს ახალი ნავსაყუდელი

გააზიარეთ

არ გეგონოთ, აწ უკვე დასრულებულ სეზონში პსჟ-ს ტრიუმფატორი მწვრთნელი ლუის ენრიკე გვყავდეს მხედველობაში. ესპანელი სპეციალისტი არც ფრანგული გრანდიდან მიდის სადმე და სულაც მოახლოებული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 15 ივნისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აიღებს სტარტს.

სათაურში ლუიკს ენრიკეს სეხნია და მოგვარე ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც 2024/25 წლების სეზონში მარსელში თამაშობდა და საკმაოდ შედეგიანადაც. 35 მატჩში გატანილი ცხრა გოლი და 10 შედეგიანი პასი უდავოდ ბრაზილიელი ნახევარმცველი მაღალ საშემსრულებლო ოსტატობაზე მიუთითებს.

ჰოდა, ინტერის ბოსებს ეს გამოპარვიათ და 23 წლის ლუის ენრიკეს თავისთან უხმეს. ნერაძურიმ მარსელს 25 მილიონი ევრო ჩაუთვალა და ახალწვეულსაც ხუთ წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ლუის ენრიკე ფრანგულ კლუბში 2020 წელს ბრაზილიური ბოტაფოგოდან გადაბარგდა, სექტემბრიდან კი ინტერის ღირსებას დაიცავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები