გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რომელ ადგილზეა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო მარცხენა ვინგერებში?

გააზიარეთ

ამერიკულმა სპორტულმა გამოცემა ESPN-მა 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო მარჯვენა და მარცხენა ვინგერების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ტოპ 10-ეულში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია მეშვიდე პოზიციაზე მოხვდა.

რეიტინგის სათავეში ლივერპულის ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი მოექცა. მეორე ადგილი 17 წლის სენსაციურ ტალანტს, ლამინ იამალს (ბარსელონა), უკავია, ხოლო მესამეზე კატალონიური გრანდის კიდევ ერთი ვინგერი – რაფინიაა.

ESPN-ის ტოპ 10 ვინგერი ასე გამოიყურება:

1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

2. ლამინ იამალი (ბარსელონა)

3. რაფინია (ბარსელონა)

4. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)

5. უსმან დემბელე (პსჟ)

6. ბუკაიო საკა (არსენალი)

7. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

8. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)

9. ნიკო უილიამსი (ატლეტიკ ბილბაო)

10. როდრიგო (რეალი)

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენს 2025 წლის ზამთარში, ნაპოლიდან შეუერთდა. ქართველმა შემტევმა სადებიუტო ნახევარ სეზონშიც კი პარიზულ გრანდთან ერთად ისტორიული ტრიპლეტი მოიპოვა — გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, თასის გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის მფლობელი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები