გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

წარუმატებელი პრემიერლიგური დებიუტი

გააზიარეთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურში ლივერპული ჩელსის ესტუმრა და 1:2 წააგო, რამაც გუნდი ზედიზედ მესამე მარცხისკენ მიიყვანა ერთ კვირაში. მატჩში განსაკუთრებული ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა მიიპყრო – პრემიერლიგაში ქართველი მეკარის დებიუტი შედგა.

მე-14 წუთზე მოისეს კაისედომ ანგარიში გახსნა, თუმცა გაშვებული გოლი მისი შეცდომით არ გასულა. მეორე ტაიმში კოდი გაკპომ ლივერპულს წონასწორობა აღუდგინა, თუმცა დამატებით დროში ესტევაომ გაიტანა და ჩელსის მოაგებინა.

გიორგი მამარდაშვილმა სულ ოთხჯერ მოიგერია ბურთი და მისი თამაში შვიდი ქულით შეაფასეს. სპეციალისტების შეფასებით, ეს იყო გამორჩეული დებიუტი და ქართველ მეკარეს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის.

მარცხის შედეგად ლივერპული პრემიერლიგაში ლიდერის პოზიციას კარგავს და 15 ქულით მეორე ადგილზეა, არსენალს ერთი ქულით ჩამორჩება.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, 19 ოქტომბერს, გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს.

მეორეს მხრივ, ჩელსიმ სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. კლუბს პრემიერლიგაში ბოლო ორ ტურში წაგება ჰქონდა, ახლა კი 11 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო მატჩში ნოტინგემს ესტუმრება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები