გამოგვიწერეთ

ნაკრები

მამარდაშვილი ყველაფრისთვის მზად არის

გააზიარეთ

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ელჩეში ესპანეთს ესტუმრება. ეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩია. მნიშვნელოვანიც, რადგან ამ მატჩის არათუ შედეგი, შესაძლოა, ანგარიშიც კი გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

მოახლოვებულ მატჩთან დაკავშირებით ჩვენი გუნდი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი საუბრობს:

„ესპანეთის ნაკრები ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ასე რომ, რთულ თამაშს ველოდებით. მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს, და ვიცით, რომ იოლი არ იქნება. თითოეულ ფეხბურთელს ბევრი შრომა მოუწევს. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ რთული მატჩები მქონდა. პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში თამაში ჩემი ოცნება იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანი თვე იყო, მაგრამ წინ კიდევ უფრო რთული მატჩები მელის როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე და ამისთვის მზად ვარ“.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები