გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბუდუ ზივზივაძე: 100%-ით დავიხარჯებით

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის. პირველი 11 ოქტომბერს, ესპანეთთან, სტუმრად. ელჩეში გასამართი მატჩისთვის ვილი სანიოლის გუნდი ალიკანტეში ემზადება.

გუნდთან ერთად არის ბუდუ ზივზივაძე, რომელიც მოახლოებულ თამაშებთან დაკავშირებით საუბრობს:

„ორი რთული გასვლითი მატჩი გველის. სამწუხაროდ, წითელი ბარათის გამო ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მაგრამ ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ვარჯიშებს ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდები. განსაკუთრებით, როდესაც ვიცი, რომ ახლო მომავალში სანაკრებო პაუზაა.

დიდი ხანია ასეთი ხანგრძლივი შეკრება არ გვქონია. რამდენიმე დღე გვაქვს პირველ შეხვედრამდე, რაც თამაშის დასაგეგმად გამოგვადგება. შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ყველა ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ“.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები