გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილმა და ტორონტომ მოგება გაიხსენეს

გააზიარეთ

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა საკუთარ არენაზე პორტლენდ ბლეიზერსს უმასპინძლა, 121:118 მოუგო და მეორე ადგილზე დაბრუნდა.

ჩვენებური საქმეში სათადაგიროთა სკამიდან ჩაერთი და პარკეტზე 18:42 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუმ ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, თითო სამქულიანი და საჯარიმო კი ააცილა. სანდროს პასივში მხოლოდ დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის დროს კი, ტორონტომ მეტოქეზე ორი ქულით მეტი ჩააგდო.

ტორონტოს 22 მატჩიდან 15 აქვს მოგებული და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, 5 დეკემბერს, შინ, ლეიკერსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი