გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გოგას გარჯა ორლანდოს არ ეყო

გააზიარეთ

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა სეზონის მორიგ მატჩში სან ანტონიოს უმასპინძლა და 112:114 დამარცხდა.

ჩვენებურმა მოედანზე 19:24 წუთი გაატარა და გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, თითო ჩაჭრა და დაფარება შესძინა. ბითაძემ ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია. ჩვენებურს პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, ხოლო მისი მოედანზე ყოფნისას ორლანდომ მეტოქეზე 10 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ორლანდოელები 13 მოგებითა და ცხრა მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე არიან, მომდევნო მატჩს კი, მაიამი ჰიტთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი