გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მარიო ბალოტელი – ფეხბურთი? ეს ცრუ სამყაროა

გააზიარეთ

თანამედროვე ფეხბურთში თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას ექსტრავაგანტულობით გამოირჩეოდაო, ერთ-ერთი უდავოდ მარიო ბალოტელია. ის ხანგრძლივ ნავსაყუდელს ვერცერთ კლუბში პოულობდა და მინდორსა თუ მის მიღმა უტაქტო საქციელით თუ უხამსი კომენტარებით გულშემატკივარს თავს ხშირად ახსენებდა.

თავად განსაჯეთ, ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კარიერის მანძილზე საერთო ჯამში 11 კლუბი გამოიცვალა და ამჟამად იტალიური ჯენოას ღირსებას იცავს. ისე, ესეც ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია და უპრიანი იქნება თუ ვიტყვით ქალაქ გენუის გუნდში ირიცხებაო, რადგან მიმდინარე სეზონში მან ჯენოას მაისური სულ ექვს მატჩში მოირგო, აქედან ორჯერ წითელი ბარათი მიიღო და ჯამში საშუალოდ მოედანზე ცხრა წუთი გაატარა.

34 წლის ბალოტელი ახლახანს იტალიურ Rai 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხმამაღალი განცხადებით კვლავ გამოირჩა. „სულ მალე კარიერას დავასრულებ. მაქსიმუმ 2-3 წელი და ფეხბურთიდან წავალ. შესაძლოა სპორტული კუთხით გული დამწყდეს, თუმცა ფეხბურთზე დიდად ნამდვილად არ ვიდარდებ, რადგან ის ცრუ სამყაროა.“ – განაცხადა იტალიელმა ფორვარდმა.

მარიო ბალოტელის, იტალიის ნაკრებში, 36 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. განსაკუთრებით გამოსარჩევია 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი, სადაც მარიომ იტალიელთა ფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი