გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მარსელინო – მიქაუტაძესთან სიფრთხილე გვმართებს

გააზიარეთ

ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა სტუმრად სევილიას 2:1 აჯობა და ამაში ლომის წილი გიორგი მიქაუტაძემ დაიდო. მართალია, ქართველი შემტევი მოედანზე სათადარიგო სკამიდან მხოლოდ 69-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ ეს დროც იმყოფინა, რათა გუნდს გამარჯვებაში დახმარებოდა.

მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე მიქაუტაძემ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თანაგუნდელს იდეალური საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ვილიარეალის დამრიგებელმა მარსელინო გარსია ტორალმა მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა:

„გიორგი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ გუნდში სხვა კარგი ფეხბურთელებიც მყავს. საერთოდაც იღბლიანი მწვრთნელი ვარ, რადგან კარიარის მანძილზე არაერთ მაღალი დონის ფეხბურთელთან მიმუშავია.

მიქაუტაძე ადაპტაციის პროცესს მშვენივრად გადის, თუმცა ჯერ კიდევ დროა საჭირო, რათა ახალ გარემოს, ჩემპიონატს, აქაურ კულტურას, ენას, ჩემპიონატს შეეგუოს. საჭიროა, რომ თანაგუნდელები უკეთ გაიცნოს, საამისოდ კი მუშაობა უნდა გააგრძელოს.

მიქაუტაძესთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ადაპტაციის სრულფასოვნად გავლაში დავეხმაროთ, თუმცა დროთა განმავლობაში მასთან გარკვეული მოთხოვნებიც მექნება. ის ფეხბურთისთვის არის დაბადებული“ – აღნიშნა ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა.

ვილიარეალი მომდევნო, მეშვიდე ტურში შინ ბილბაოს 27 სექტემბერს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი