გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მარცხიანი დასაწყისი – საქართველომ უკრაინასთან წააგო

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მარცხით გახსნა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდს ცუდი სტარტი გამოუვიდა და უკრაინასთან 79:92 წააგო.

ამ მატჩით ქართველი გულშემატკივარი გიორგი შერმადინს დაემშვიდობა. „შერმომ“ ნაკრებში 201-ედ ითამაშა. ბოლო თამაში კი ტენერიფეში, ესპანეთთან იქნება და ნაკრებს 202 მატჩით დაემშვიდობება.

სიმბოლური იყო, რომ ანგარიში სწორედ შერმადინმა გახსნა. თუმცა… არადა, დასაწყისი ჩვენი იყო. საქართველოს ნაკრები მუდმივად ლიდერობდა და იყო მომენტები სხვაობა ორნიშნაც კი იყო. საერთოდაც, პირველი ტაიმი ვითამაშეთ. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა მხოლოდ ხუთი ქულა იყო, თამაშს ვაკონტროლებდით.

შესვენების შემდეგ კი მოედანზე სხვა საქართველო ვნახეთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აინარს ბაგაცკისმა ჩვენი ნაკრების მწვრთნელი თამაში „წაუკითხა“, გუნდი ტაქტიკურად სწორად ათამაშა, უკრაინელებიც მეორე ნახევარში აშკარად უკეთესად გაისარჯნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

სტუმართა გამარჯვების შემოქმედი ოლეკსანდრ კოვლიანი გახლდათ, რომელმაც 37 წუთში 31 ქულა, 6 მოხნა და 6 პასი გააკეთა. სტუმარი გუნდის გამთამაშებელი ვერ შევაჩერეთ – ბურთს სწრაფად ატარებდა, ჩვენი ნაკრები დაცვაში ნაპრალებს პოულობდა და შეტევებსაც უმეტესად თავადვე აგვირგვინებდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 13 ქულით წააგო და საკვალიფიკაციო ტურნირი მძიმედ დაიწყო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა ასეთია: ანდრონიკაშვილი (9 ქულა, 5 პასი), ჯინჭარაძე, ბურჯანაძე (2 ქულა), შერმადინი (7 ქულა, 6 მოხსნა), სანაძე (22 ქულა), ტურძილაძე, კორსანტია (5 ქულა), ფევაძე, შენგელია (17 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი), მაკფადენი (17 ქულა), მაზიაშვილი, ხატიაშვილი.

საქართველოს ნაკრები კანარის კუნძულებზე უკვე გაემგზავრება, სადაც 30 ნოემბერს, სანტა კრუზ დე ტენერიფეში ეპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი