გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მარცხი დაბადების დღეზე

გააზიარეთ

ევროლიგაში პანათინაიკოსთან ათენში შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, თორნიკე შენგელიამ და მისმა ბარსელონამ შიდა ასპარეზზე გადმოინაცვლეს და ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად ვალენსიას გაეჯიბრნენ.

ნიშანდობლივია, რომ მატჩის დღეს თორნიკე შენგელია იუბილარი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კაპიტანს 34 წელი შეუსრულდა, მაგრამ საჩუქრად გამარჯვების მოპოვება ვერ მოხერხდა. ვალენსიამ კატალონიელებს 12 ქულიანი სხვაობით – 93:81 მოუგო.

თავად შენგელიას მთლად ურიგოდ არ უთამაშია და პარკეტზე გატარებულ 21 წუთში 10 ქულას, ხუთ მოხსნას და ოთხ ასისტს მოუყარა თავი.

10 ოქტომბერს ბარსელონა ვალენსიას კვლავ დაუპირისპირდება, ოღონდ ამჯერად უკვე ევროლიგაზე.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი